თურქეთის მაღაროს საქმეზე 19 ადამიანი დააკავეს

თურქმა სამართალდამცავებმა სომნას მაღაროში მომხდარი ტრაგედიის საქმესთან დაკავშირებით 19 ადამიანი დააკავეს, აქედან 6 გაანთავისუფლეს, თუმცა დანარჩენები კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩებიან. დაკავებულებს შორის არიან სამთომომპოვებელი კომპანიის მაღალჩინოსნებიც, რომლებიც ქალაქ სომნაში ახორციელებდნენ სამუშაოებს. დაკავებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით პოლიციას ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის ქალაქ სომნას მაღაროში აფეთქება 13 მაისს მოხდა, რაც, წინასწარი მონაცემებით, მოკლე ჩართვამ გამოიწვია. აფეთქების მომენტში მიწისქვეშ 787 ადამიანი იმყოფებოდა. ამ დროისთვის რომ გარდაცვლილია 301 მაღაროელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები