ვალერიან გორგილაძე: გახარია და მისი სამინისტრო „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყანაში სიტუაციის არევის შესაძლებლობას არ აძლევს

ის, რომ ოქუაშვილი თავის ერთ-ერთ გამოსვლაში, რომელიც არის აბსოლუტურად წინააღმდეგობრივი, ალოგიკური, მაგრამ მკაფიოდ ეხება გიორგი გახარიას და აღწერს სცენას, ამ სცენის მიზანი არის ერთადერთი – ერთადერთი მიზანი აქვს ამ ფრაგმენტს და ამ თხრობას, რომ დააკნინოს გიორგი გახარია, – ეს განცხადება სოციოლოგმა/ექსპერტმა, ვალერიან გორგილაძემ „იმედის კვირასთან“ საუბრის დროს გააკეთა. მისი თქმით, გიორგი გახარია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ როგორც ინსტიტუციურ, ისე პიროვნულ საფრთხეს წარმოადგენს:
„სააკაშვილისთვის და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გიორგი გახარია ინსტიტუციურ და პიროვნულ საფრთხეს წარმოადგენს. სწორედ გახარია და მისი სამინისტრო არ აძლევს მათ სიტუაციის არევის შესაძლებლობას და საშუალებას. ეს მშვენივრად ესმის სააკაშვილსაც და მის მოძრაობასაც. ამით არის განპირობებული ის, რომ საქმე გვაქვს კარგად დაგეგმილ, მიზანდასახულ, მიზანმიმართულ კამპანიასთან, რომელიც მიზნად ისახავს გახარიას დისკრედიტაციას“, – განაცხადა ვალერიან გორგილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები