ირაკლი კობახიძე ნიკოლოზ ბასილაშვილს ჩინეთის ღია პირველობაში გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე​ ირაკლი კობახიძე ნიკოლოზ ბასილაშვილს გამარჯვებას ულოცავს.

“საქართველოს კიდევ ერთი გამარჯვება – ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ღია პირველობის გამარჯვებულია! ვულოცავ ნიკოლოზს და მის ყველა გულშემატკივარს! ​საქართველო იგებს “, – აღნიშნულია ირაკლი კობახიძის მილოცვაში.

პეკინში, ჩინეთის პირველობის ფინალი ნიკოლოზ ბასილაშვილის ტრიუმფით დასრულდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში მსოფლიოს მეოთხე ჩოგანს – არგენტინელ ხუან მარტინ დელ პეტროს სძლია და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, მან მეტოქე საათსა და 41 წუთში ორ სეტში – 6:4, 6:4 დაამარცხა.

ამ გამარჯვებამდე, ბასილაშვილი მსოფლიოს 34-ე ჩოგანი იყო, ახლა კი 23-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები