თბილისში ტაქსის მძღოლი დააყაჩაღეს – დანაშაული გახსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტაქსის მძღოლის ყაჩაღობის ბრალდებით, 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.ი. ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე, ტაქსის მძღოლს – 1978 წელს დაბადებულ ს.გ.-ს, ცივი იარაღის მუქარით, ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები