ვაზიანში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა
თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის ავტომაგისტრალზე, სოფელ ვაზიანის წრესთან, “ბე-ემ-ვეს” მარკის ავტომანქანა გზაზე მდგარ სამ ქვეითად მოსიარულე მამაკაცს შეეჯახა, შემდეგ მოცურდა და ამოტრიალდა. მომხდარის შედეგად, ორი ქვეითი ადგილზე დაიღუპა, ერთი ქვეითი და მძღოლი კი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიცია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით აღიძრა, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი არ ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.