კახა კალაძე: „ლაგუნა ვერესთან“ გზის გაფართოების პროექტზე ველოდებით კვლევის შედეგს, თუ რამდენად გამტარუნარიანი იქნება ეს ადგილი მომავალში

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ლაგუნა ვერესთან“ გზის გაფართოების პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, განხილვა მიმდინარეობს. მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ ბენზინგასამართი სადგურების მფლობელებთან მოლაპარაკებები ფაქტობრივად, დასრულებულია.
„პროექტის განხორციელება თავისუფლად არის შესაძლებელი. მოლაპარაკებები ფაქტობრივად, დასრულებული გვაქვს ყველა ბენზინგასამართი სადგურის მფლობელთან და არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს. ზოგ შემთხვევაში, მივდივართ ადგილმონაცვლეობით, ზოგ შემთხვევაში – გამოსყიდვით. თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც ახლა ველოდებით, ეს არის კვლევების შედეგი, რამდენად ეფექტური იქნება პროექტის განხორციელების შემდეგ გამტარუნარიანობა, შესაბამისად, როდესაც იქნება სრული სურათი, მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები