პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი მზადაა არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდეს

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მზადაა არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდეს. როგორც მან აღნიშნა, ის პატივს სცემს არასამთავრობო სექტორს და მომავალში, როგორც პრეზიდენტს, მათთან ურთიერთობა დასჭირდება.
„ერთი მხრივ, როცა არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან კამპანიას და ქალის მიმართ სიძულვილის შემცველ გამონათქვამებს იყენებენ, ამ საკითხით ქალთა უფლებების დამცველები უნდა დაინტერესდნენ. ჯერ არ მსმენია, რომ მათ ამ საკითხზე რაიმე რეაქცია გამოეხატოთ. მეორე მხრივ, როცა საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს და ისმის ასეთი კრიტიკა, ეს არ არის კრიტიკა, არამედ ეს არის პირდაპირ ცილისწამება, რადგან მას არ აქვს საფუძველი. მზად ვარ, შევხვდე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რადგან არა თუ დიდ პატივს ვცემ საერთოდ არასამთავრობო სექტორს, არამედ როგორც პრეზიდენტს, დამჭირდება მათთან ურთიერთობა. მე მგონი, თუ მათ რამე საფუძველი აქვთ, ეს უთუოდ უნდა გავიგო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები