სლავიანსკში ეროვნულ გვარდიაზე თავდასხმაში მონაწილე ერთი პირი მოკლეს
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ღამით სლავიანსკში ეროვნულ გვარდიაზე თავდასხმაში მონაწილე ერთი პირი მოკლეს, ერთი კი დაჭრილია. მას სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. მინისტრის ინფორმაციით, ეროვნულ გვარდიაში მსხვერპლი არ არის.
რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ სეპარატისტებმა დონეცკში ერთერთი სამხედრო ნაწილი დაიკავეს. უკრაინული სამხედროების ნაწილი კი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მხარეს გადავიდა.