თბილისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კომპლექსის დაცვის თანამშრომელი დაჭრეს

თბილისში, ”დრიმ თაუნის“ საცხოვრებელ კომპლექსში, დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველების თქმით, დაჭრას წინ დაცვის თანამშრომელსა და ადგილობრივ მცხოვრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. მათივე ცნობით, დაცვის თანამშრომელმა ერთ-ერთ მცხოვრებს ავტომანქანის კონკრეტულ ადგილას დაყენების საშუალება არ მისცა.
დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სახლში აგრძელებს მკურნალობას.
როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. მათივე თქმით, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები