მონსერატ კაბალიე გარდაიცვალა

 

მსოფლიოში ცნობილი ესპანელი ოპერის მომღერალი – მონსერატ კაბალიე 85 წლის ასაკში ბარსელონაში გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ექიმებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, კაბალიე ბარსელონის კლინიკა სან-პაუში, სექტემბრის შუა რიცხვებიდან, შარდის ბუშტთან დაკავშირებულ პრობლემების გამო მკურნალობდა.
გამოცემის თანახმად, ოპერის მომღერლის დაკრძალვის ცერემონია ორშაბათს, 8 ოქტომბერს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები