დუშეთში პენსიონერი დააყაჩაღეს – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული დ.ჟ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორხში, 1942 წელს დაბადებული ს.წ.-ს საცხოვრებელ სახლს ყაჩაღურად თავს დაესხა, რის შემდეგაც სახლის მეპატრონეს, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, 9000 ლარი გასტაცა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა და გატაცებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები