თამარ სხირტლაძე: ზურაბიშვილი არასოდეს ენას არავის უჩლიქავს, არასოდეს იტყუება და ცრუ დაპირებებს არ იძლევა

„სალომე არის ძალიან პირდაპირი, არასოდეს ენას არავის უჩლიქავს, არასოდეს იტყუება, ცრუ დაპირებებს არ იძლევა, ვიცნობ მე მას. მე ადრე ვთქვი რომ სალომემ თუ რამე დაისახა მიზნად, ხმალამოღებული წავა წინ-მეთქი“, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო არტისტმა, მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობმა თამარ სხირტლაძემ განაცხადა.

კითხვაზე, გასარიყია თუ არა ყველა ის ადამიანი, ვინც სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს, მსახიობი ამბობს, რომ საკითხის ასე ფორმულირება მინიმუმ შეურაცხმყოფელია.
„ძალიან ვღიზიანდები, როდესაც მას შეურაცხყოფას აყენებენ. ამაზე დიდი შეურაცხყოფა რა უნდა იყოს?! ადამიანი ვერ იტყვის რომ ჩემს ცხოვრებაში მე რაღაც ცუდი ჩავიდინე და გასარიყი ვარ, ვარ მე გასარიყი ამ საზოგადოებიდან? როგორ შეიძლება ამის თქმა, მაშინ ეს დარბაზი აქ ვინც იყო გარიყონ ყველა“, – განაცხადა თამარ სხირტლაძემ რუსთაველის თაეტრში, სადაც პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საკუთარ მხარდამჭერებს შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი სალომე ზურაბიშვილის დაფინანსების საკითხს „ფეისბუქზე“ გამოეხმაურა. როგორც ნიკა გვარამია წერს: „უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს, აფინანსებს ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება”. ამასთან, მისივე შეფასებით, ზურაბიშვილის ყველა მხარდამჭერი “მოღალატის გვერდში დამდგომი ხალხია”.
ცნობისთვის, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები