ახალციხეში მოპედი „ოპელის“ მარკის ავტომობილს შეეჯახა

ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მოპედი „ოპელის“ მარკის ავტომობილს შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცმა სხეულის დაზიანება მიიღო.
„ოპელის“ მარკის მძღოლი ყვება, რომ მოპედის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მის კუთვნილ ავტომობილს შეეჯახა. „ოპელის“ მძღოლს დაზიანებები არ მიუღია.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოპედის მძღოლი ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც ექიმები ამბობენ, დაშავებულს შესაბამისი გამოკვლევები უტარდება, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიებამ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები