“როგორც ჩანს, უკვე დასრულდა “რუსთავი 2-თან” “რადიო თავისუფლების” მიერთების მრავალსვლიანი ოპერაცია”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის”, “რადიო თავისუფლებისა” და სტუდია “მონიტორის” ერთობლივ გადაცემას ეხმაურება, სადაც მისი მეუღლე ნეპოტიზმის კონტექსტშია მოხსენიებული.
თალაკვაძე შესაბამის პოსტს ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს.
“როგორც ჩანს, უკვე დასრულდა რუსთავი 2-თან “რადიო თავისუფლების” მიერთების მრავალსვლიანი ოპერაცია, რომლის პირველი ფაზა ცნობილი ქართველი ჟურნალისტის დავით კაკაბაძის ბულინგი იყო; ნათელი ხდება ამ ოპერაციის ამოცანაც. სტუდია მონიტორი – რადიო თავისუფლება – რუსთავი 2, სრულიად სამარცხვინო “შეტევაა” თქვენი მხრიდან. აღარც ქალთა უფლებების დაცვაზე ამოიღოთ ხმა, აღარც თანაბარ შესაძლებლობებზე და არც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე. თავი რომ დავანებოთ, თქვენი “აღმოჩენილი” ნეპოტიზმი რამდენად სიცრუეა. 11 წელია ოჯახი გვაქვს მე და ქეთის. მთელი ეს დრო, არაერთხელ დამჭირდა მისი თანადგომა და რჩევა, მას კი, პრაქტიკულად არასოდეს უთხოვია ჩემთვის დახმარება, მით უმეტეს, კარიერაში. ის არის პიროვნულად ძლიერი, ჭკვიანი ქალი, რომელსაც აქვს ძალა იცხოვროს ისე, როგორც სწორად მიაჩნია და დამოუკიდებლად მიაღწიოს წარმატებას”, – წერს არჩილ თალაკვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები