მედია: ინტერპოლის დაკარგული პრეზიდენტი, ჩინეთში, საგამოძიებო სტრუქტურაში იმყოფებოდა
ინტერპოლის დაკარგული პრეზიდენტი, მენ ჰუნვეი, ჩინეთში, საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე იმყოფებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი South China Morning Post ავრცელებს.
“სადისციპლინო უწყების 64 წლის წარმომადგენელი ჩინოვნიკი, რომელიც ასევე, ჩინეთის საზოგადოებრივი წესრიგის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებს, გასულ კვირას საფრანგეთიდან ჩინეთში ჩამოსვლისთანავე დაკითხვაზე გადაიყვანეს”, – ნათქვამია ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთანავე, ჯერჯერობით, უცნობია რა გამოძიება მიმდინარეობს და სად არის ახლა ჩინოვნიკი.
შეგახსენებთ, რომ ინტერპოლის პრეზიდენტ მენ ჰუნვეიზე ძებნა გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედიასაშუალებები ავრცელებენ.
როგორც ისინი ინტერპოლის პრეზიდენტის მეუღლეზე დაყრდნობით წერენ, გაუჩინარების შესახებ მან სამართალდამცველებს საფრანგეთში, ქალაქ ლიონში აცნობა.
ცნობისთვის, 64 წლის მენ ჰუნვეი ჩინეთში 29 სექტემბერს გაემგზავრა და მისი კვალი მას შემდეგ არ ჩანს.