კომპანია “სვეტის” ხელმძღვანელებს პატიმრობა შეეფარდათ

მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და სამშენებლო კომპანია “სვეტის” დამფუძნებელ გივი ჯიბლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა ამავე კომპანიის გენერალურ დირექტორ თორნიკე ჯანელიძესაც.
დაცვის მხარე სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას სთავაზობდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (თაღლითობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით) ჩადენისათვის სამშენებლო-დეველოპერული კომპანია ,,სვეტის“ ხელმძღვანელი პირები გივი ჯიბლაძე და თორნიკე ჯანელიძე დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები