თამარ ჩუგოშვილი ლუგარის ლაბორატორიაზე რუსულ პროპაგანდას აბსურდულს უწოდებს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, რუსეთი, ლუგარის ლაბორატორიის შესახებ, მორიგ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. მისივე თქმით, ეს ბრალდება სრული აბსურდია.
„ეს აბსურდული ბრალდებები და ცრუ ინფორმაციაა, რომელსაც რუსეთი ამ ლაბორატორიასთან დაკავშირებით, პერიოდულად ავრცელებს. მათი ინტერესია, რომ რაღაც არასწორი წარმოდგენა შექმნან. ეს ყველაფერი მორიგი ტყუილია”, – დასძინა ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „აშშ ლუგარის ლაბორატორიაში საქართველოს მცხოვრებლებზე ექსპერიმენტებს ატარებს“. რუსული მხარის მტკიცებით, ტოქსიკური ნივთიერების გამოცდის გამო, 2015 წლის დეკემბრის შემდეგ, ათობით ადამიანი დაიღუპა. ეს განცხადება რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა, იგორ კირილოვმა გააკეთა. ამასთან, თავდაპირველად, ამ თემაზე პრესკონფერენცია მოსკოვში იგორ გიორგაძემ გამართა.
დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, რუსეთი აგრძელებს უსაფუძვლო დეზინფორმაციის გავრცელებას რიჩარდ ლუგარის ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები