თამარ ჩუგოშვილი: უკვე მეორე ექსპერტიზა ადგენს, რომ ოქუაშვილისა და ყიფიანის საუბრების ჩანაწერები ავთენტური არ არის

უკვე მეორე ექსპერტიზა ადგენს, რომ ზაზა ოქუაშვილისა და ლევან ყიფიანის საუბრების ჩანაწერები დამონტაჟებულია და ავთენტური არ არის. შესაბამისად, არ შეიძლება, ავტომატურად იყოს აღქმული, როგორც სიმართლის შემცველი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ორივე ექსპერტიზის ერთმანეთზე დამთხვევა ადასტურებს, რომ ჩანაწერებში მონტაჟია და გარკვეული მანიპულაციებია ჩატარებული.
„ერთი ექსპერტიზა ეროვნული ბიუროშია ჩატარებული, მეორე დიდ ბრიტანეთში დამოუკიდებელი ექსპერტიზის მიერ, რაც ზაზა ხატიაშვილმა წარმოადგინა. ორივე ექსპერტიზის ერთმანეთზე დამთხვევა ადასტურებს, რომ ამ ჩანაწერებში მონტაჟია და გარკვეული მანიპულაციებია ჩატარებული. ამას ემატება ის, რომ ზაზა ოქუაშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს. თუ რაიმე მტკიცებულება აქვს, გამოძიებას უნდა აწვდიდდეს და ჩვენებას უნდა აძლევდეს, მაგრამ ვიცით, რომ ამ ყველაფერზე უარს ამბობს, რაც იმ ეჭვებს კიდევ უფრო ადასტურებს, რაც ამ საქმეზე გვქონდა.
თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გამოძიება გრძელდება, საგამოძიებო ორგანოები გამოძიების შედეგებს წარმოადგენენ, თუმცა ყველაფრის მიუხედავად, „ომეგა ჯგუფმა“ დავალიანება აუცილებლად უნდა დაფაროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები