გუდამაყარში, სოფელ ჩოხში გოდერძი ჩოხელს გაიხსენებენ
6 ოქტომბერს, 14:00 საათიდან, სოფელ ჩოხში, მწერლისა და კინორეჟისორის, გოდერძი ჩოხელის 64 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.
როგორც „კვირას“ დუშეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ჩოხში გაიმართება გოდერძი ჩოხელის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა;
ქართველი მწერლები, პოეტები, ხელოვნების მოღვაწეები გამოვლენ- მოგონებებით გოდერძიზე, როგორც მწერალზე, სცენარისტზე, რეჟისორზე;
ჩატარდება კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლების მონაწილეობით;
იქვე გაიმართება დოღი და ტრადიციული სამზარეულოს დეგუსტაცია.