„ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ივანიშვილისა და ჩვენი გუნდის მიმართ “ომეგას” საკითხზე ბრალდებები არის ფალსიფიკაციის და თავხედური ტყუილის პროდუქტი“

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულ დასკვნას ეხმიანება, რომლის მიხედვით მედიაში გასული ჩანაწერები არ არის ავთენტური და დამზადებულია მონტაჟის გზით.
„ახლა როცა ვხედავთ, რომ ექსპერტიზის ბიურო ადგენს საკითხზე სინამდვილეს, რომ მედიაში გასული ჩანაწერები არ არის ავთენტური და დამონტაჟებულია, ეს ყველაზე არაობიექტურად განწყობილისათვის ცხადად აჩვენებს იმას, რომ იყო მცდელობა საარჩევნო პროცესებზე ფასლიფიკაციისა და თავხედური ტყუილების ნიაღვარით მოეხდინათ გავლენა და განეხორციელებინათ ცილისწამებათა მთელი სერიის გადმოღვრა ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი გუნდის წინააღმდეგ“,- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2018 წლის 9; 11; 14 და 21 სექტემბერს მედიაში გასულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გასცა ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ისინი არ არის ავთენტიკური, დამზადებულია მონტაჟის გზით, ამავდროულად, ყველა ვიდეოჩანაწერი დამზადებულია წყვეტებით და მათზე მრავლობით აღინიშნება ციფრული და მექანიკური მონტაჟის კვალი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები