თავდგირიძე ლუგარის საკითხზე: მთავარია, დროულად გამოვიცნოთ რა საფრთხეს შეიცავს რუსული საინფორმაციო კამპანია

რუსეთის საინფორმაციო შტურმი საქართველოს წინააღმდეგ გრძელდება, – ასე ეხმაურება თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის სამოქალაქო თავდაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი თავდგირიძე ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის თაობაზე რუსეთის ოფიციალურ და ჟურნალისტურ წრეებში გავრცელებულ ინფორმაციას.
თავდგირიძის შეფასებით, საკმაოდ ძვირადღირებული საინფორმაციო კამპანია შემდეგი მოქმედებების საფუძვლებს ქმნის:
“რუსეთის საინფორმაციო შტურმი საქართველოს წინააღმდეგ გრძელდება. საკმაოდ ძვირადღირებული საინფორმაციო კამპანია შემდეგი მოქმედებების საფუძვლებს ქმნის. თვით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც კი გააკეთა ოფიციალური განცხადება.
რა თქვეს და რას ამტკიცებენ?
1. საქართველოში არის ბიოლოგიური იარაღი.
2. ლაბორატორია, ცდები და ბიოლოგიური იარაღი საფრთხეს უქმნის ადამიანებს რეგიონში, მათ შორის რუსეთში.
3.ბიოლოგიური შეტევა დაგეგმილია რუსეთის წინააღმდეგ.
4.ცდები ტარდება საქართველოს მოქალაქეებზე.
5. წარუმატებელი ცდების შედეგად დაღუპულია საქართველოს მოქალაქეები.
6.აშშ და საქართველო ყველაზე მზაკვრული ხერხებით ებრძვიან რუსეთს მისსავე ტერიტორიაზე და ეს აღარ არის ცივი ომი ან ცხელი ურთიერთდაპირისპირება უიარაღოდ.
ძალიან მნიშვნელოვანი ბრალდებებია, იმისთვის, რომ მხოლოდ შავი პიარის საჭიროებებით იყოს განპირობებული. მიუხედავად უსაფუძვლობისა, რუსეთი საეჭვოდ დიდ ძალისხმევას ხარჯავს ამ მიმართულებით. თანამედროვე ფორმაციის ომებში ტანკი აღარ არის მთავარი და შეუცვლელი იარაღი. ბრძოლის ველის ცნება აღარ არის მხოლოდ გეოგრაფიულ არეალზე მიბმული, ფრონტის ხაზი ჩვენს თავებშიც გადის. თუმცა, ახლა, ეს არ არის მთავარი, მთავარია დროულად გამოვიცნოთ, რა საფრთხეს შეიცავს გააქტიურებული საინფორმაციო კამპანია?”, – წერს გიორგი თავდგირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები