ნოდარ სუხიტაშვილის გამოფენა „ლანდშაფტი“ გაიხსნება

9 ოქტომბერს, 19:00 საათზე, გალერეა „უნივერსში“ ნოდარ სუხიტაშვილის გამოფენა „ლანდშაფტი“ გაიხსნება.
„მხატვართან შეხვედრა ყოველთვის განსაკუთრებულია, რადგან უყურებ ქმნილებას და მის ავტორს ერთად…
შეგიძლია გამოთქვა, გამოხატო ის შეგრძნებები თუ ემოციები, რაც გეუფლება ნამუშევრების ნახვისას… ხმამაღლა უთხრა ავტორს სათქმელი!
გაზიარებული სიხარული ორმაგი სიხარულიაო, ამბობენ და ბუნებრივია სიხარულით ივსება მთქმელიც და გამგონეც!
ეს საოცარი შეხვედრაა“, – აღნიშნულია სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნოდარ სუხიტაშვილმა სულხან-საბა ორბელიანის სახ. პედაგოგიური ინსტიტუტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი დაამთავრა. 1980-1982 წლებში – მ. თოიძის სამხატვრო სასწავლებელი.
1989 წლიდან – საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი;
1996-2000 – მოსკოვის საერთაშორისო ფედერაციის მხატვართა კავშირის წევრი.

პერსონალური გამოფენები
მ. ბერძენიშვილის სახ. კულტურის ცენტრი „მუზა“, თბილისი, საქართველო.
საქართველოს კულტურის დღეები, ალანია, თურქეთი.
თიბისი გალერეა, თბილისი, საქართველო.
ენისა და კულტურის ცენტრი, თბილისი, საქართველო.
„ძველი გალერეა“, თბილისი, საქართველო.
თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა“, საქართველო.
საგამოფენო დარბაზი „მერანი“, თბილისი, საქართველო.
ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი, თბილისი, საქართველო.

მის: გალერეა „უნივერსი“; კოსტავას 68.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები