ნიკო ფიროსმანაშვილის გარდაცვალებიდან 100 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია დღეს დასრულდება

4-5 ოქტომბერს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო  აწყობს ნიკო ფიროსმანაშვილის გარდაცვალებიდან 100 წლისადმი მიძღვნილ სამეცნიერო სესიას – ,,ფიროსმანი დღეს“, რომელშიც მონაწილეობენ ნიკო ფიროსმანაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების მკვლევრები, ისტორიკოსები, რესტავრატორ-კონსერვატორები, სამუზეუმო სფეროს წარმომადგენლები და ექსპერტები.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, სამეცნიერო სესია „ფიროსმანი დღეს“ 2-3 წელიწადში ერთხელ ჩატარდება და თავს მოუყრის ყველა იმ სიახლეს, რაც მხატვრის შემოქმედებითი მემკვიდრეობის კვლევის, დაცვისა და ინტერპრეტაციის მიმართულებით სპეციალისტებისა და საზოგადოებისათვის გასაცნობად იქნება მნიშვნელოვანი. 2018 წელს სამეცნიერო სესია „ფიროსმანი დღეს“ პირველად ჩატარდება.
თბილისში გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ ცენტრში (ათონელის ქ. #9) ჩატარდა სესიის პირველი დღე, ხოლო, 5 ოქტომბერს, სესია გაგრძელდება ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმში (სოფ. მირზაანი).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები