ზაზა ოქუაშვილის მეგობარი პოლიციაში სამი წლის წინანდელ საქმეზე გამოკითხეს

ომეგას თანამშრომლის დავით თოლორდავას პოლიციაში დაკითხვა დასრულდა და ის სახლში წავიდა. როგორც თავად დავით თოლორდავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ის პოლიციაში სამი წლის წინ მომხდარი საქმის ფარგლებში გამოსაკითხად წაიყვანეს და ამჟამად ომეგას საქმესთან დაკავშირებით კითხვები არ დაუსვამთ.
როგორც თოლორდავას ნაამბობიდან ირკვევა, ის სამი წლის წინ იარაღიდან შემთხვევითი გასროლით დაიჭრა. ამ სამი წლის განმავლობაში ამ საქმეზე პოლიციამ რამდენჯერმე მიაკითხა.დეპუტატ ნატო ჩხეიძის განცხადებით, დავით თოლორდავა ზაზა
ოქუაშვილის კურსელი და მეგობარია. ის გახმაურებული საქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ყიფიანის ეპიზოდის ფიგურანტია.
შსს-ში აცხადებენ, რომ თოლორდავას პოლიციაში დაბარებას კავშირი არ აქვს ომეგა ჯგუფის ჩანაწერების საქმესთან. ის უწყებაში 2015 წლის საქმის ფარგლებში დაიბარეს, რომელიც 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მიმდინარეობს და დასკვნით ეტაპზეა. საქმის დახურვისთვის საჭიროა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა, რომლისთვისაც საავადმყოფოდან სამედიცინო გამოკვლევებზე დოკუმენტაციაა საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები