შს მინისტრის მოადგილე UNHCR-ის 69-ე სესიაზე მოხსენებით წარსდგა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, შვეიცარიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) აღმასრულებელი კომიტეტის 69-ე სესიაზე საქართველოს სახელით მოხსენებით წარსდგა.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში დევნილების პრობლემაზე და ქვეყნის ოკუპაციის საკითხზე. აგრეთვე, მოხსენებაში საუბარი შეეხო ლტოლვილთა გლობალური კრიზისის გადაჭრაში სახელმწიფოთა ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას და ამ მხრივ საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.
ვიზიტის ფარგლებში, ნინო ჯავახაძე ასევე შეხვდა შვეიცარიის მიგრაციის სამსახურის წარმომადგენელს. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა შვეიცარიაში ქართველ თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებული ტენდენციები და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ფარგლებში წარმოქმნილი პრობლემების დასაძლევად საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები