“ელექტროძრავიანი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების იმპორტი და მიწოდება დღგ-სგან თავისუფლდება”

ელექტროძრავიანი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების იმპორტი და მიწოდება დღგ-სგან თავისუფლდება, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ცვლილება ხელს შეუწყობს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის გამოყენებას, გამონაბოლქვის შემცირებას და მწვანე ეკონომიკის განვითარებას.
საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატებმა არჩილ თალაკვაძემ, მამუკა მდინარაძემ და კახა კუჭავამ შეიტანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები