რუსთაველის თეატრში დავით სხირტლაძის ხსოვნის საღამო გაიმართება

10 ოქტომბერს, 20:00 საათზე,  რუსთაველის თეატრში საქველმოქმედო საღამო გაიმართება, რომელიც დავით სხირტლაძის ხსოვნასა და 60 წლის იუბილეს ეძღვნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, საღამოზე წარმოდგენილნი იქნებიან: ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “რუსთავი”, ჯგუფი “ეგარი”, ანსამბლი „ძირიანი“, ანსამბლი „საგალობელი“ ლელა თათარაიძე, დავით შანიძე და დავით სხირტლაძის სხვა ხელოვანი მეგობრები.
დავით სხირტლაძე იყო საზოგადო მოღვაწე და ქორეოგრაფი, ყველასათვის საყვარელი ცეკვა „რაჭულისა“ და „ტაში, ბიჭო გიორგუნას“ სულისჩამდგმელი, ჯგუფების – „შინისა“ და „ეგარის“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წევრი.
ღონისძება ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობითა და კომპანია „პრაქტიკალ გრუპის“ ორგანიზებით ხორციელდება. ბილეთებიდან შემოსული თანხა კი მთლიანად მისი მცირეწლოვანი შვილის ანგარიშზე ჩაირიცხება.
ბილეთის ღირებულება: 20 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები