„2018 წლის წინანდლის პრემიის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართება

12 ოქტომბერს, 19:30 საათზე,  „რესპუბლიკაში“  „2018 წლის წინანდლის პრემიის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი და გალაკონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს,  გამოვლინდებიან “2018 წლის წინანდლის პრემიის“ ლაურეატები შემდეგ ნომინაციაში:
თეატრალური ხელოვნება;
კინოხელოვნება;
მხატვრული ლიტერატურა (პროზა);
მხატვრული ლიტერატურა (პოეზია);
მუსიკა;
სახვითი ხელოვნება;
ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
ჰუმანიტარული მეცნიერებები.

 „წინანდლის პრემიის” ლაურეატები დაჯილდოვდებიან დიპლომით, პრიზით და ფულადი პრემიით 4000 ლარის ოდენობით;
პროექტს ზურაბ ჟვანიას ფონდი საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით ახორციელებს.
პრემიის მხარდაჭერები არიან: „სილქ როუდ ჯგუფი“, სახელოვნებო სივრცე „რესპუბლიკა“, კომპანია Yamaha და გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი;
საზეიმო გალაკონცერტში მონაწილეობენ:
გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი, ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე, სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი კახი სოლომნიშვილი, ანა ჭანია, სანდრო ნებიერიძე და ეკა გორგაძე.
საღამოს წარუძღვება ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავი ია სუხიტაშვილი.

მისამართი: Republic, ვარდების მოედანი (სასტუმრო „რედისონის“ მოპირდაპირე მხარეს).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები