ლევან ყიფიანი: ვიცნობ ოთარ ფარცხალაძეს, თუმცა რაც შეეხება სარდაფის თემას, ეს არის ტყუილი
სარდაფის ეპიზოდი არის ფარსი და სიცრუე, – ამის შესახებ სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა საქალაქო სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
“მე ვიცნობ ოთარ ფარცხალაძეს, თუმცა რაც შეეხება სარდაფის თემას, ეს არის ტყუილი, ფარსი სიცრუე და შეურაცხმყოფელი, ასეთი რამე არ ყოფილა”, – განაცხადა ყიფიანმა, რომელმაც ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, რომელიც “ომეგა ჯგუფს” უკავშირდება, დეტალური განმარტებები გააკეთა.