ლევან ყიფიანი სასამართლოში მივიდა – “უფრო მეტს გაიგებთ რომ გამოვალ”
სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი „ომეგა ჯგუფის” საქმესთან დაკავშირებით მოსამართლის კითხვებს უპასუხებს. ის რამდენიმე წუთის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა. ყოფილი მინისტრი „ომეგა“ ჯგუფის საქმესთან დაკავშირებით მოსამართლის კითხვებს უპასუხებს. სასამართლოში შესვლამდე მან ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.
„შემიშვით შენობაში, დამიჯერეთ, უფრო მეტს გაიგებთ რომ გამოვალ და არ გინდათ, რომ შენობაში შევიდე?!“ – განაცხადა ლევან ყიფიანმა.