“საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის” დირექტორი: დღეს ბიზნესის თავისუფლების ხარისხი არის მაღალი
“საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ასლანიშვილი აცხადებს, რომ მათი წევრი კომპანიების მიმართ მთავრობის მხრიდან ჩარევა/ზეწოლის პრეცედენტებს ადგილი არ აქვს.
„ბიზნესგარემოს კუთხით, ჩვენ რამდენჯერმე ჩავატარეთ კვლევა და შეიძლება ითქვას, რომ ამ კვლევის შედეგები მეტყველებს, რომ ბიზნესის თავისუფლების ხარისხი არის ძალიან მაღალი”, – განაცხადა ჟურნალისტებთან ირაკლი ასლანიშვილმა.
ცნობისთვის, 2009 წელს დაფუძნებული ორგანიზაცია დღეს საქართველოს 70-მდე წამყვან კომპანიას აერთიანებს. ასოციაციაში საქართველოს ეკონომიკის 70%-ის კონტრიბუტორი კომპანიებია გაერთიანებული. ბიზნეს-ასოციაციის წევრები დღეს პრემიერ-მინისტრს ხვდებიან.