ირაკლი კობახიძე: პარლამენტი ყველაფერს იღონებს, რათა “ომეგა ჯგუფმა” დავალიანება კაპიკ-კაპიკ ჩარიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დეპუტატ ნატო ჩხეიძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარლამენტი ყველაფერს იღონებს, რათა „ომეგა ჯგუფმა” დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტში კაპიკ-კაპიკ ჩარიცხოს.
„საქართველოს პარლამენტი და კონკრეტულად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ყველაფერს იღონებს იმისთვის, რომ 50 მილიონი, რომელიც არის თქვენი დავალიანება ხალხის მიმართ, კაპიკ-კაპიკ ჩარიცხოთ სახელმწიფო ბიუჯეტში”, – მიმართა ირაკლი კობახიძემ “ომეგა ჯგუფის” წარმომადგენლებს.
ცნობისათვის, ნატო ჩხეიძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიზანმიმართული სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა.