არჩილ თალაკვაძე გოკა გაბაშვილს: თქვენ ეყრდნობით ზაზა ოქუაშვილს, მან გამოსვლაში თქვა, რომ თქვენი პარტია არის „ქართული ოცნების” სატელიტი, ამას ეთანხმებით?”

საპარალამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა” და „ევროპული საქართველო” მმართველი გუნდის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებებს აყენებენ.
„ჩვენ ვიმყოფებით ისეთ წინასაარჩევნო პროცესში, როდესაც ოპონენტები – „ნაციონალური მოძრაობა” და „ევროპული საქართველო” ჩვენ მიმართ აჟღერებენ ბრალდებებს. არის ოთხი თემა, სადაც ამ გუნდმა განიცადა ყველაზე დიდი კრახი მმართველობის დროს. ეს არის ადამიანის უფლებები, მედიის თავისუფლება, აგვისტოს ომი – საქართველოს საგარეო პოლიტიკა ამ მიმართულებით და ბიზნესის თავისუფლება. ვნახოთ მათ მიერ მართული მედია, მათი სპიკერები, მათი პოლიტიკოსები – ყველაზე მეტად ამ ოთხ თემაზე საუბრობენ და ყველაზე ხშირად კი იმ თემებზე, რაც მათ დროს იყო ყველაზე დიდი პრობლემა. ერთი შეკითხვა მექნება ბატონ გოკასთან – თქვენ ეყრდნობით ზაზა ოქუაშვილს და გჯერათ მისი მონაყოლის ხომ? ზაზა ოქუაშვილმა ამავე გამოსვლაში ისაუბრა, რომ თქვენი პარტია „ევროპული საქართველო” არის „ქართული ოცნების” სატელიტი. ამას ეთანხმებით?”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები