გიორგი ქობულია “ომეგაზე”: ბრალდებები მთავრობის მიმართ უკავშირდება იმას, რომ კომპანიამ დავალიანების გადახდას თავი აარიდოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას თქმით, „იბერია ჯგუფის” ბრალდებები მთავრობის მიმართ უკავშირდება იმას, რომ კომპანიამ დავალიანების გადახდას თავი აარიდოს.
როგორც მან აღნიშნა, ასეთი ბრალდებების მოსმენა უხერხულია.
„ჩემი აზრით, ერთი ფაქტი არის, რომ კომპანიას აქვს ძალიან დიდი დავალიანება გადასახდელი. ეს არის ძალიან დიდი თანხა, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ, ასევე კომერციული ბანკების მიმართ აქვთ უზარმაზარი ვალი. ასეთ შემთხვევაში მგონია, ცოტა უხერხულია, როცა ასეთი ბრალდებები გვესმის. ჩემი აზრით, ეს მიმართულია უფრო იმისკენ, რომ თავიდან აირიდონ დავალიანების გადახდა. დავალიანების გადახდას თავიდან ვერავინ ვერ აირიდებს. ეს არის ეკონომიკისთვის მთავარი.
გადაიხადოს ის გადასახადები, გადაიხადოს ის ვალები და მერე ვილაპარაკოთ იმაზე, კიდევ რა პრეტენზიები აქვთ მათ მთავრობის მიმართ”,- განაცხადა გიორგი ქობულიამ.