ამირან სალუქვაძე “ომეგასთან” დაკავშირებით, შუალედურ მოსაზრებას გამოვთქვამ

ვადევნებ თვალს ომეგას ირგვლივ, თუ ომეგას მიერ განვითარებულ მოვლენებს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, ბრიგადის გენერალი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

“როგორც ყველა, ვადევნებ თვალს ომეგას ირგვლივ, თუ ომეგას მიერ განვითარებულ მოვლენებს. დასრულებამდე არ ვაპირებდი შეფასების გაკეთებას, რადგან, როგორც ვატყობ, კიდევ იქნება გაგრძელებები, მაგრამ გუშინდელი გადაცემის შემდეგ, შუალედურ მოსაზრებას გამოვთქვამ.

გუშინდელ გადაცემაში (“ხალხის პოლიტიკა”), ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა, წარმოადგინა ზაზა ოქუაშვილის მიერ გავრცელებული აუდიო ჩანაწერების ექსპერტიზის მასალები. როფორც განაცხადა, ექსპერტიზა ჩატარდა დიდ ბრიტანეთში.

გამიკვირდა, რომ ჟურნალისტების ექსპერტიზის მასალებით დაინტერესება ნულოვანი იყო. მეტიც, ხატიაშვილს განმარტების საშუალებაც არ მიეცა, საუბარი პოლიტიკურ ჭრილში გადავიდა.

მიკვირს, როცა ადვოკატს ეკითხებიან შენს პოლიტიკურ ოპონენტს, ვისაც აკრიტიკებდი, რატომ იცავო.

ადვოკატმა ეშმაკიც უნდა დაიცვას, მკვლელიც, მტყუანიც და მართალიც. მით უმეტეს, ვანო ჩხაეტიშვილის შემთხვევაში, არ იქნება ხელწამოსაკრავი ჰონორარი.

თუმცა, ეს არაა მთავარი. ჩემთვის არც ჩხარტიშვილია ავტორიტეტი, არც ყიფიანი, არც ოქუაშვილი… აღარ გავაგრძელებ სიას.

აი, ჟურნალისტები მინდა იყოთ ავტორიტეტები და მოგვაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია, როგორც ლევან ყიფიანის და სხვების ჩარევასთან დაკავშირებით, ასევე კომპანია ომეგას შესახებ, თუ ეს მასალები შეიცავენ მონტაჟის კვალს.

გუშინ ვერ თუ არ გაიგეს, არ ვიცი. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არ…

ის რომ ლევან ყიფიანი საუბრობს, ეს აშკარაა და, ასევე აშკარაა ის, რომ სხვის საქმეში ერევა (ეს საკმაოდ რბილად). შესაბამისად, ველოდებით სწრაფ გამოძიებას და ახსნა-განმარტებებს.

ის რომ, საქართველოში, ყოველთვის იყვნენ მსგავსი “საქმოსნები”, მგონი, ვისაც მეხსიერება აქვს, სიახლე არ უნდა იყოს.

აქ გასარკვევი სხვა რამეა: სარგებლობდა თუ არა კონკრეტული პირი ვინმეს მხარდაჭერით, თუ პირიქით, პირი სახელობდა სხვისი სახელით?

როცა ადამიანი იწერს, ის ყოველთვის ცდილობს საუბარი ისე წარმართოს, ისეთი ფაქტები ან გვარები დაასახელოს, რაც აწყობს. ეს შეგრძნება რჩება, როცა ჩანაწერებს უსმენ.

მაგრამ, ძალიან ბევრი რამ იცვლება, თუ აუდიო მასალები ფალსიფიცირებულია.

აუდიო მასალების მონტაჟი, ანუ ფალსიფიკაცია, ისეთივე სიმძიმისაა, როგორც ბიზნესზე ზეწოლა.

ფალსიფიკაცია ცილისწამებაა. ძალიან ცუდია, რომ ამ დანაშაულზე აღარ არსებობს სისხლის სამამთლის პასუხისმგებლობა.

როგორც ადვოკატმა გუშინ განაცხადა, ყოველი აუდიო ფაილი შეიცავს მონტაჟის კვალს და, როგორც გავიგე, ეს არაა უბრალოდ შემოკლება.

საუბარია სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სივრცეებში ჩაწერილი მასალების დამონტაჟებაზე.

შეიძლება ადამიანი ჩაწერო ერთ ადგილას და, დავუშვათ, ერთ საათიანი ფაილი შეამოკლო 5 წუთამდე და მიაწოდო საზოგადოებას.

მაგრამ, სულ სხვაა, როცა ერთ ადამიანს ჩაწერ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას და შემდეგ ამ საუბრებს დაამონტაჟებ, შეაკოწიწებ.

ჰოდა, თუ ეს აუდიო მასალები შეკოწიწებულია, მაშინ ეს პირდაპირ ფორმულირდება, როფორც ცილისწამება.

ამიტომ, კარგი იქნება, თუ მედია იგივე დროს დაუთმობს ექსპერტიზის მასალებს, როგორც აუდიო ჩანაწერებს და დეტალურ ინფორმაციას მოგვაწვდიან.

ასევე გაუგებარია ვადები. ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ალბათ მისი პრემიერობის დროს მოხდა, რადგან გიორგი გახარია ბიზნესომბუდსმენი იყოო. მაგ პერიოდში ბიზნესს იბრუნებდა. თი-ბი-სის ქვითარზე 2016 წელი აწერია. ლევან ყიფიანთან საუბრები ახალიაო. ჰოდა, არ ჯდება. თუ ყიფიანი ახლა ახევდა ფულს, ორი წლის წინ რატომ მოხსნეს ფული? თუ ივანიშვილის პრემიერობის დროს დაიწყო, 3 წელი დასჭირდათ ამ 4 მილიონის ასახევად?

საკმაოდ ბევრ კითხვას ჰბადებს საქართველოს ბანკთან დაგროვილი დავალიანება. 84 მლნ ლარი უკვე დიდი თანხაა და პასუხი უნდა გაეცეს.

ისე, ბიუჯეტში შეტანილ 1,5 მლრდ ლარს ნუ დაგვამადლიან. გაცილებით მეტი უნდა ჰქონდეს შეტანილი, განსაკუთრებით შევარდნაძის დროს. გვახსოვს ომეგა, ელიზი და სხვა კომპანიები ვის საფარქვეშ მოქმეშებდნენ და ბიუჯეტი რომ 500 მლნ ძლივს სრულდებოდა, ისიც გვახსოვს.

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე უნდა მივიდეს ბიზნესთან და გარჩევები უნდა დაუწყოს.

ასევე ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს, როცა პორცია-პორციად ხდება მასალების მოწოდება, ბოლოს მიდის პიკისკენ, სახელდება ვის უნდა მივცეთ ხმა და 28 ოქტობრამდე ამ პროცესს უნდა ვუცქიროთ. დადეთ, რაც დასადებია და შევაფასებთ.

მოკლედ, აუდიო ფაილები მოვისმინეთ. იქნებ, ახლა, ამ ფაილების შეფასებებს დავუთმოთ მეტი დრო და მოგვაწოდოთ მეტი ინფორმაცია?! შემდეგ კი მთლიანობაში შევაფასებთ ყველაფერს”, – წერს სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები