სუს-ი რუსული ვერტმფრენების გამოჩენის თაობაზე: მსგავსი ფაქტები ზიანს აყენებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს
ქართულმა მხარემ რუსული ვერტმფრენების საოკუპაციო ხაზთან ფრენის ფაქტთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ინფორმაცია უკვე მიაწოდა.
ამის შესახებ “კვირას” სუს-ში განუცხადეს.
“აღნიშნულთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მსგავსი ფაქტები ზიანს აყენებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს”, – განუცხადეს “კვირას” სუს-ში.
გავრცელებული ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს დღეს რუსულმა ვერტმფრენებმა გადაუფრინა.