დეპუტატმა მამუკა ჩიქოვანმა „ევროპული საქართველო“ დატოვა
პარლამენტის წევრმა, მამუკა ჩიქოვანმა „ევროპული საქართველო“ დატოვა.
მისი თქმით, ის დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებს მუშაობას.
“მივიღე გადაწყვეტილება პარტიის დატოვების და დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში უფრო მეტის გაკეთებას შევძლებ”, – განაცხადა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობიდან დეპუტატის წასვლის შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას გავრცელდა, თუმცა მაშინ პარტიაში ეს არ დაუდასტურებიათ.