წყალდიდობა ბალკანეთში – ემირ კუსტურიცამ მაშველებს პირადი ვერტმფრენები გადასცა (ფოტოკოლაჟი)

ბალკანეთის ნახევარკუნძულზე წყალდიდობამ 25 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 20 ბოსნიის და ჰერცოგოვინას მკვიდრია, 5 გარდაცვლილი კი სერბია. სტიქიამ ხორვატიაც დააზარალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. ამ დროისთვის რეგიონში რთული კლიმატური პირობებია და მაშველებს მოწყვეტილ რეგიონებში გადაადგილების პრობლემა აქვთ.
უცხოური მედიის ცნობით,  სერბმა კინორეჟისორმა ემირ კუსტურიცამ მაშველებს 2 საკუთარი ვერტმფრენი დაუთმო, რათა ისინი  მოსახლეობის ევაკუაციისთვის გამოიყენონ. კუსტურიცამ განაცხადა, რომ მისი ვერტმფრენები მანამ დარჩებიან სტიქიის ზონაში, ვიდრე სამაშველო ოპერაციები არ დასრულდება.  კინორეჟისორის განმარტებით, მან ბოსნიის ხელისუფლებას პირადი მანქანებიც გადასცა, რომელთა მეშვეობითაც 25 ადამიანის გადარჩენა უკვე მოხერხდა. მათი უმეტესობა – ბავშვია.
o_949839

o_949840

o_949842

996

o_949846

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები