ლაშა პაპაშვილი „ომეგას“ თემაზე: ბიზნესის მხრიდან გადასახადების დამალვა კრიმინალია და ხშირად განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა

„მე ყველა გადასახადს ვიხდი და ვიღაც, რომ არ იხდის ეს უსამართლობაა“, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა განუცხადა.
ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი „ომეგა ჯგუფის“ გარშემო მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც პაპაშვილი აცხადებს, სახელმწიფოს წინაშე ყველა ბიზნესმენს თანაბარი ვალდებულება გააჩნია და გადასახადი ყველამ უნდა გადაიხადოს.
“კონკრეტულად „ომეგა ჯგუფის“ თემაზე არც არაფერი ვიცი და არც მაინტერესებს. ეს თემა ჩემთვის ძალიან არასერიოზულია.
ლობირება, რომ ბიზნესისთვის მიუღებელია ეს ფაქტია. მე ყველა გადასახადს ვიხდი და ვიღაც, რომ არ იხდის ეს უსამართლობაა,“ – განაცხადა პაპაშვილმა.
კითხვაზე რა შემთხვევაში შეიძლება ბიზნესმა გადასახადი არ გადაიხადოს? ლაშა პაპაშვილი აცხადებს, რომ თუ ბიზნესმენი სახელმწიფოს თანხას შეგნებულად არ უხდის ეს დაუშვებელია, ხოლო თუ იმიტომ არ იხდის, რომ ბიზნესმენს გარკვეული სადაო საკითხი აქვს ის სასამართლომდე მიდის. ეს ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული საკითხია.
წყარო: “კომერსანტი”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები