გიორგი ლომია ზაზა ოქუაშვილის ბრალდებებზე: მისი განცხადება კარგად დადგმული სპექტაკლია
„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ლომიას განცხადებით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ დაკავშირებული იყოს „ქართულ ოცნებასთან“ და ბიძინა ივანიშვილთან.
ლომიას შეფასებით, “ომეგა ჯგუფის” ხელმძღვანელის ზაზა ოქუაშვილის ბრალდებები, კარგად დადგმული სპექტაკლი და ერთი სცენარის პატარა ნაწილია.
„ეს სპექტაკლი არც ერთი და არც ორი კვირის წინ არ იგეგმებოდა. მე ვატყობ, რომ დაახლოებით მინიმუმ ნახევარი წელიწადია კარგად აქვს ნამუშევარი გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფს. მერე ჩვენ ამას უკვე ღიად დავასახელებთ. ჩვენც გვაქვს ჩვენი ანალიტიკური მოსაზრებები”, – განაცხადა გიორგი ლომიამ.
ცნობისთვის, “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციური პარტიის, პატრიოტთა ალიანსის დაფინანსება მოსთხოვა.