კრამატორსკში ჟურნალისტები დაიკარგნენ
კრამატორსკში LifeNews-ის ორი ჟურნალისტი დაიკარგა. მარატ საიჩენკო და ოლეგ სიდიაკინი რეგიონში მასალის მოსამზადებლად იმყოფებოდნენ. უკანასკნელად ისინი თვითმხილველებმა კრამატორსკში, ერთ-ერთ ბლოკ-საგუშაგოსთან შენიშნეს, რის შემდეგაც მათთან კავშირი გაწყდა.
ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი რედაქციას მოსკოვის დროით, უკანასკნელად 13:50 საათზე დაუკავშირდა. ჟურნალისტმა და ოპერატორმა რედაქტორს შემდეგი შინაარსის მესიჯი მიწერეს: “ჩვენი საქმე ცუდათაა”.
ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა სააგენტო “ინტერფაქსთან” განაცხადეს, რომ მედიის წარმომადგენების გაუჩინარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ.