ბიძინა ივანიშვილი: მედია ტოტალურად იმართებოდა ერთი კაცის, სააკაშვილის მიერ
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, მედია ტოტალურად იმართებოდა ერთი კაცის – სააკაშვილის მიერ.
„რა დღეში იყო მედია, ტოტალურად იმართებოდა ერთი კაცის – სააკაშვილის მიერ. დილიდან საღამომდე ტელევიზორთან იჯდა, მისი ძირითადი საქმიანობა ეს იყო – პირდაპირი მნიშვნელობით მართავდა ამ პროცესს და თავისი მოღვაწეობის 80% სწორედ ამას მოახმარა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა მმართველ გუნდთან დღეს გამართულ შეხვედრაზე.
პარტიის ლიდერი ღიმილის მომგვრელს უწოდებს მედიასა და ბიზნესზეწოლაზე საუბარს.