საქართველოს ბანკი: „ომეგა ჯგუფს“ დავალიანების გამო, ჩვენს ბანკთან სასამართლო დავა აქვს

„ომეგა ჯგუფს“ სს „საქართველოს ბანკის“ მიმართ, ჯამურად, 84 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს“, – ამის შესახებ განცხადებას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.
„ომეგა ჯგუფი“ ბანკის მიმართ ვალდებულებებს 2016 წლიდან მოყოლებული არ ასრულებს და ამ დავალიანებასთან დაკავშირებით სასამართლოში მიმდინარეობს დავა.
„ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლები, მიზანმიმართული ქმედებებით, მაქსიმალურად ცდილობენ სასამართლო პროცესის გაჭიანურებას. ამასთან, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლისა და მფლობელის ზაზა ოქუაშვილის მცდელობა, ორ კერძო კომპანიას შორის სამართლებრივი დავა გადაიყვანოს პოლიტიკურ ჭრილში – „საქართველოს ბანკისთვის“ მიუღებელია. „საქართველოს ბანკი“ კვლავ გამოიყენებს დავალიანების ამოღების მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ შესაძლებლობას“, – აცხადებენ „საქართველოს ბანკში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები