ირაკლი კობახიძე: ზაზა ოქუაშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც “ქართული ოცნების” დახმარებით საკუთარი ბიზნესი დაიბრუნა
ზაზა ოქუაშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც “ქართული ოცნების” დახმარებით საკუთარი ბიზნესი დაიბრუნა და ეს ადამიანი დღეს ცდილობს, ჩვენ ღირსება შეგვილახოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, დღეს ქვეყანაში ბიზნესი სრულიად თავისუფალია.
“ზაზა ოქუაშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც “ქართული ოცნების” დახმარებით საკუთარი ბიზნესი დაიბრუნა და ეს ადამიანი ცდილობს, დღეს ჩვენ ღირსება შეგვილახოს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ – დღეს ქვეყანაში ბიზნესი სრულიად თავისუფალია. ეს არის ოქუაშვილის დადგმული სპექტაკლი, რომელიც “ნაცმოძრაობასთან” ერთად დადგა და ის ცდილობს ჩრდილი მიაყენოს ქართულ ოცნებას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.