„ქართული ოცნების“ ოფისთან ზაზა სარალიძე მივიდა
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან, სადაც მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, ზაზა სარალიძე მივიდა და მმართველი გუნდის წევრებთან შეხვედრას ითხოვდა.
როგორც ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იგი პირადად სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ითხოვდა.
„მოვედი რომ მხარდაჭერა ვთხოვო ადამიანებს, ვისაც კიდეცვ ნამუსი დარჩენია, მსურს, თვალებში ჩამეხედა, კახა კალაძისთვის, ირაკლი კობახიძისთვის, არჩილ თალაკვაძისთვის, მდინარაძისთვის, რომ ჩემი შვილის საქმეზე სამართალი აღდგეს და დააკავონ ჩემი შვილის მკვლელები, თუ ვცხოვრობთ სამართლიან ქვეყანაში“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.