„ქართული ოცნების“ ოფისთან „ნაცმოძრაობის“ აქტივისტების აქცია მიმდინარეობს
„ქართული ოცნების“ ოფისთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების აქცია მიმდინარეობს.
აქციის წევრები ამბობენ, რომ „ომეგა ჯგუფის” დამფუძნებლ ზაზა ოქუაშვილზე ზეწოლას აპროტესტებენ.
ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებიც აქციის მონაწილეებს „ქართული ოცნების“ ოფისთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.