შალვა ხუციშვილი: საგანგებო სიტუაციების სამსახურის შსს-ში დაბრუნების საკითხი მთავრობის და პარლამენტის გადასაწყვეტია

ეს არის მთავრობის და პარლამენტის გადასაწყვეტი, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუციშვილმა ჟურნალისტებს, სამსახურის შსს-ს დაქვემდებარებაში გადასვლის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ, განუცხადა.
მისი თქმით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
“ეს არის მთავრობის და პარლამენტის გადასაწყვეტი. ნებისმიერ შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, რომ სამსახური ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ასე რომ დაველოდოთ”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
არსებული ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომელიც პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება, შესაძლოა, კვლავ შს სამინისტროს სტრუქტურაში გაერთიანდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები