„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის შეხვედრა დაიწყო
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის შეხვედრა დაიწყო.
შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებიან.
შეხვედრის დაწყებამდე დიმიტრი ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, გუშინ, გადაცემა „აქცენტებში“ ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუ შეაფასა და მას ხელოვნურად შეთხზული უწოდა.
ცნობისთვის, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიციის რიგებში გადაინაცვლა. პოლიტიკური განცხადება სწორედ გამაჯვების 6 წლისთავთან დაკავშირებით გაკეთდება.