ბათუმში მსუბუქი ავტომანქანა და ნავთობმზიდი ერთმანეთს შეეჯახა
ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა და ნავთობმზიდი ერთმანეთს შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ავარიის გამო ქუჩაზე მოძრაობა გადაკეტილია. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.