პარლამენტთან სარალიძისა და მაჩალიკაშვილის აქციას გაერთიანებული ოპოზიცია – „ძალა ერთობაშია” შეუერთდა

პარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია განახლდა. აქციას გაერთიანებული ოპოზიცია – „ძალა ერთობაშია” შეუერთდა. აქციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძისა და პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ხსოვნას.

შეგახსენებთ, რომ დღეს ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ფილარმონიაში მივიდნენ, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია და მათი პრეზიდენტობის კანდიდატი – გრიგოლ ვაშაძე მხარდამჭერებს ხვდებოდნენ. სწორედ აღნიშნულ შეხვედრაზე გადაწყდა ფილარმონიიდან პარლამენტამდე მსვლელობის გამართვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები